აშშ-ს ჰელსინკის კომისიის თავმჯდომარემ, კონგრესმენმა კრიტოფერ სმიტმა კომისიის მოსმენებზე ბელორუსის საქმესთან დაკავშირებით განაცხადა, რომ აცნობებს აშშ-ს პრეზიდენტის ადმინისტრაციას ბელორუსის პრეზიდენტის ალექსანდრე ლუკაშენკოს წინააღმდეგ ჰააგის საერთაშორისო სასამართლოში საქმის აღძვრის აუცილებლობის შესახებ. ინფორმაციას ამის შესახებ "Udf.by." ავრცელებს.
ეს განცხადებები სმიტმა მოსმენებზე პრეზიდენტობის ყოფილი კანდიდატის ალესია მიხალევიჩის გამოსვლის შემდეგ გააკეთა. მიხალევიჩმა თავის გამოსვლაში იმ ფიზიკურ და მორალურ ტანჯვაზე ისაუბრა, რომელიც მინსკის უშიშროების სამსახურში მიმდინარეობს. კერძოდ, ე.წ. გაწელვებზე, შიშვლად სიცივეში გაყვანაზე, კედელთან ხანგრძლივი დროის განმავლობაში თითქმის შპაკატში ჯდომაზე, მუქარებსა და მორალურ ზეწოლაზე.
"საერთაშორისო სასამართლოსი ეშინოდათ ისეთ ადამიანებს როგორებიც იყვნენ მილოშევიჩი, კარაჯიჩი, მლადიჩი, მისი ეშინოდა ლიბერიის ყოფილ მმართველსაც ჩარლზ ტეილორს, რომლის დროსაც ბავშვებს ხელებს და ფეხებს აჭრილდნენ და ადამიანებს ნარკოტიკებით ტენიდნენ იმისათვის რათა მათ სიმხეცე ჩაედინათ.
მიმაჩნია, რომ ლუკაშენკოსაც შეეშინდება იმ შემთხვევაში თუ ჩვენ მართლაც სერიოზულ ძალისხმევას მივმართავთ იმისაკენ, რომ მან პასუხი საერთაშორისო სასამართლოში აგოს", _ განაცხადა კრიტოფერ სმიტმა.