ლიბიის ყოფილი ლიდერის მოამარ კადაფის გარდაცვალების შემდეგ, ინფორმაცია მისი ფინანსური მდგომარეობის შესახებ შოკის მომგვრელი აღმოჩნდა.
კადაფი მსოფლიოს ყველაზე მდიდარი იყო.
მისი ქონება 200 მლრდ. დოლარად ფასდება. ასეთია ოფიციალური მონაცემები, რომელიც ჟურნალისტებს ლიბიის ახალმა ხელისყფლებამ გააცნო. ამ მონაცემების მიხცედვით, კადაფი 3 ჯერ უფრო მდიდარი აღმოჩნდა ვიდრე მექსიკელი კარლოს სლიმი, რომელიც 2010 -2011 წლის მონაცემებით, მსოფლიოს ყველაზე მდიდარ კაცად იყო აღიარებული. კადაფი 10 ჯერ მდიდარი აღმოჩნდა საუდის არაბეთის მეფე აბდალაზე, რომელიც მსოფლიოში ყველაზე მდიდარ მმართველად ითვლება. მუამარ კადაფი თავის ფულს ინახავდა საბანკო ანგარიშებზე, დებდა უძრავ ქონებაში და ახორციელებდა კორპორატიულ ინვესტიციებს მსოფლიოს მასშტაბით. მის ერთ-ერთ ასეთ აქტივს წარმოადგენს, 15 მლნ-იანი ფეშენებელური სახლი ლონდონში. ის სეიფ ალ ისლამის საკუთრება და მასში 8 საძინებელია საცურაო აუზი, კინოთეატრი და ა. შ.
უნდა აღინიშნოს, რომ კადაფი ნავთობისაგან მიღებულ შემოსავალს არ იყენებდა ეროვნული ინფრასტრუქტურის განვითარებისთვის. ყველა სახსრებს იგი ხარჯავდა საკუთარ ოჯახზე და ფინანსურ დახმარებას უწევდა რიგ აფრიკულ ლიდერებს. დანარჩენი თანხა მას შენახული ჰქონდა ქვეყნის ცენტრალურ ბანკში და საინვესტიციო სამმართველოში.