ახალი საგაზო კონტაქტი უკრაინასა და რუსეთს შორის უახლოეს დღეებში გაფორმდება, ამის შესახებ "უკრაინული სიახლეები" საკუთარ წყაროზე დაყრდნობით წერს.
"გაზის ახალ ფასზე შეთანხმება უკვე არსებობს და უახლოეს დღეებში შესაბამისი დოკუმენტიც გაფორმდება" იტყობინება წყარო. მისივე ინფორმაციით, მხარეები ამ დროისათვის ტექნიკურ დეტალებს აზუსტებენ.
შეგახსენებთ, რომ გუშინ სააგენტოებმა გავრცელეს ინფორმაცია, რომ რუსეთი და უკრაინა ახალ ტარიფზე შეთანხმდნენ. უკრაინა რუსულ გაზს სავარაუდოდ ათას კუბ/მ-ს 220-230 დოლარის ფარგლებში მიიღებს.