რუსეთის მიგრანტთა ფედერაციის ინფორმაციით, ტაჯიკეთის დაკავებული მოქალაქეების რაოდენობამ უკვე 1500 გადააჭარბა. მათი დეპორტაცია სამშობლოში ჯერ-ჯერობით არ განხორციელებულა. ფედერაციის პრეზიდენტი მუჰამად ამინი აცხადებს, რომ ტაჯიკეთის მოქალაქეების დაკავება მოსკოვის გარდა რუსეთის სხვა და სხვა ქალაქებშიც მიმდინარეობს.
შეგახნსებთ, რომ რუსეთის ხელმწიფომ ტაჯიკეთის მოქალაქეების წინააღმდეგ რეპრესიული ღონისძიებების გატარება მას შემდეგ დაიწყო, რაც ტაჯიკეთის სასამართლომ რუსული ავიაკომპანიის ორ მფრინავს თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.
"იმედი გვაქვს, რომ უახლოეს მომავალში პრობლემა მშვიდობიანი გზით გადაწყდება, კრიზისი დაიძლევა, რუსი მფრინავი სამშობლოში დაბრუნდება', _ განაცხადა ამინმა.