საქართველოს პრემიერ-მინისტრი გერმანიის შინაგან საქმეთა მინისტრს ჰანს-პეტერ ფრედრიჰს შეხვდა. მხარეებმა სავიზო რეჟიმის ლიბერალიზაციაზე და საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილი მოსახლეობისათვის გადაადგილების გამარტივებაზე ისაუბრეს. ნიკა გილაურმა გერმანიის შინაგან საქმეთა მინისტრს საქართველოს სამართალდამცავ სისტემაში გატარებული რეფორმები გააცნო.
„როდესაც ვფიქრობ საქართველო გერმანიის ურთიერთობებზე, მიმაჩნია, რომ გერმანია უნდა იყოს ქვეყანა, რომელიც ყველაზე მეტად დაუჭერს მხარს საქართველოს ინტეგრაციას ნატოში და საერთაშორისო ორგანიზაციებში, რადგანაც ეს არის ქვეყანა, რომელსაც გამოვლილი აქვს ისეთივე პერიოდი, რაშიც ჩვენ ვიმყოფებით. 20 წლის წინ გერმანია ორად იყო გაყოფილი. რუსეთს კი ამჟამად საქართველოს ტერიტორიის 20% აქვს ოკუპირებული. ისეთი მდგომაროებაა შექმნილი, რომ ერთი ოჯახის წევრებსაც არ შეუძლიათ წლების განმავლობაში ერთმანეთის ნახვა. მაშინ მთელი მსოფლიო გერმანიის გვერდით დადგა და ქვეყანაც გაერთიანდა," - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა შეხვედრის შემდეგ.