ნიკა გილაური რაიხსტაგში ქრისტიან-დემოკრატიული პარტიის ეკონომიკური საბჭოს მიერ გამართულ პოლიტიკურ საუზმეს დაესწრო, რომელზეც 2003-2011 წლებში საქართველოში გატარებულ რეფორმებსა და ტურიზმის შესახებ ისაუბრა.
„საქართველოში ინვესტირებისთვის, საქართველოს ეკონომიკაში ინვესტიციების ჩასადებად ახლა საუკეთესო დროა. ამას რამდენიმე ახსნა აქვს. პირველი მაკროეკონომიკური პოლიტიკაა. ქართულ ეკონომიკაში ყველა მონაცემი ჯანსაღია. ჩვენ საბანკო სექტორს მაღალი სადეპოზიტო განაკვეთი ახასიათებს, გვაქვს რეზერვი. განვახორციელეთ საკონსტიტუციო ცვლილებები. მივიღეთ თავისუფლების აქტი. ჩვენ არ შეგვიძლია გვოქნდეს სამ პროცენტზე მაღალი საბიუჯეტო დეფიციტი. დანახარჯები არ უნდა აღემატებოდეს 30%-ს, ხოლო მთლიანი ვალი 60%-ს. გარდა ამისა, თუ მთავრობას სურს ახალი გადასახადების შემოღება, ხალხს უნდა კითხოს. მხოლოდ ამის შემდეგ შეიძლება დაწესდეს ახალი გადასახადი. მსოფლიო ბანკის მონაცამებეით ვართ N1 ქვეყანა მსოფლიოში. ბიზნესის კეთების მხრივ მეექვსე ადგილი დავიკავეთ. ჩვენი უდიდესი გამოწვევა კორუფციის დამარცხება იყო და წარმატებები ყველას გვეამაყება. მინდა აღვნიშნო, რომ ჩვენმა ქვეყანამ წარმატებას მიაღწია ტურიზმის სფეროში, გასულ წელთან შედარებით წელს 41%-იანი ზრდა გვქონდა. საქართველოში არის პატარა ქალაქი ბათუმი, რომელშიც ყოველ ზაფხულს ძალიან ბევრი დამსვენებელი ჩადის," - აღნიშნა ნიკა გილაურმა.