"ქრისტიან-დემოკრატების" ლიდერი ევროპარლამენტის ყოფილ პრეზიდენტსა და კონრად ადენაუერის ფონდის თავმჯდომარეს ჰანს გერტ პოტერინგს შეხვდა. თარგამაძემ და პოტერინგმა საქართველოში მიმდინარე მოვლენებსა და პოლიტიკურ და ეკონომიკურ გამოწევებზე, ასევე ევროზონის კრიზისსა და მის დაძლევის გზებზე ისაუბრეს. "ქრისტიან-დემოკრატების" ლიდერმა მადლობა გადაუხადა ბატონ პოტერნიგსა და კონრად ადენაუერის ფონდს კავკასიის რეგიონში აქტიური საქმიანობისთვის და საქართველოში მულტი-პარტიული და კონკურენტული პოლიტიკური გარემოს ჩამოყალიბების პროცესის მხარდაჭერისთვის.
გიორგი თარგამაძე და პარტიის საერთაშორისო მდივანი გიორგი რუხაძე ქალაქ ლაიფციგში, გერმანიის "ქრისტიან-დემოკრატიული კავშირის" მიწვევით პარტიის ყოველწლიურ ყრილობას ესწრებიან. ღონისძიების ფარგლებში დაგეგმილია შეხვედრები გერმანელი "ქრისტიან- დემოკრატებისა" და ევროპის სხვა მემარჯვენე-ცენტრისტული პარტიების ლიდერებთან, მათ შორის იგეგმება შეხვედრა გერმანიის ფედერალურ კანცლერთან და გერმანიის "ქრისტიან-დემოკრატიული კავშირის" თავმჯდომარესთან ანგელა მერკელთან.