აშშ ვერ მისცემს რუსეთს იმის იურიდიულ გარანტიას, რომ რაკეტსაწინააღმდეგო თავდაცვის სისტემებს მის წინააღმდგე არ მიმართავს, ეს არასწორი ნაბიჯი იქნებოდა, რადგან საქმე ნატოს წევრი სახელმწიფოების დაცვას ეხება. თუმცა რუსეთმა, შესაძლოა, პოლიტიკური გარანტიები მიიღოს და ასევე თავისი წარმომადგენლები გამოგზავნოს, ნებისმიერი აპარატურით, იმისათვის, რომ ისინი დარწმუნდნენ, რომ "პროს" სისტემაში რუსეთის ბირთვული შეტაკების ძალებისათვის საშიში არაფერია. ეს განცხადება პოლიტიკურ საკითხებში აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მოადგილემ ვენდი შერმანმა გაზეთ "კომერსანტისათვის" მიცემულ ინტერვიუში გააკეთა.
შერმანმა ასევე აღიარა, რომ რაკეტსაწინააღმდეგო სისტემის ირგვლივ მიმდინარე მოლაპარაკებები, რომლებიც რუსეთსა და აშშ-ს შორის მიმდინაეობს ამჟამად რთულ წერტილში იმყოფება.
ამასთან, მან აღნიშნა, აშშ იმედს იტოვებს, რომ "გადატვირთვის" პოლიტიკა, რომელიც აშშ-ს და რუსეთს შორის ამჟამად "დიდი წარმატებით" მიდინარეობს ვლადიმერ პუტინის კრემლში დაბრუნების შემდეგაც გაგრძელდება. "მიმაჩნია, რომ ის გააგრძელებს ამ კურსს იმ შემთხვევაში თუ მას პრეზიდენტად აირჩევენ", _ განაცხადა შერმანმა.