მოსკოვში ჩეჩენი პოეტი რუსლან ახტახნოვი მოკლეს. მისი ცხედარი რუსმა სამართლადამცავებმა მოსკოვში საცხოვრებელი სახლის ეზოში ნახეს. პოეტი ცეცხლსასროლი იარაღიდან არის მოკლული. ფაქტზე აღძრულია სისხლის სამართლის საქმე. რუსეთის გენერალური პროკურატურის საგამოძიებო კომიტეტის ოფიციალური წარმომადგენლის ვლადიმერ მარკინის თქმით, სავარაუდოდ, ჩეჩენი პოეტს მკვლელობა შეკვეთილი ხასიათია იყო.
მისი თქმით, მკვლელობის ჩადენის ხასიათი მოწმობს, რომ ეს დანაშაული შეკვეთილი ხასიათის იყო, რადგან პირველი გასროლის შემდეგ რუსლან ახტახნოვი დაიჭრა, მეორე გასროლა კი საკონტროლო იყო და იგი თავში განხორციელდა.
მარკინის განცხადებით, ამჟამად გამომძიებლები იმ ვიდეჩანაწერებს სწავლობენ, რომლებიც მკვლელობის რაიონშია დამონტაჟებული. ასევე დაწყებულია მკვლელობის თვითმხიველთა დაკითხვა. ამასთან ერთად, მკვლელობის ადგილის სიახლოვეს ნაპოვნია "ფორდ ფოკუსის" მარკის დამწვარი ავტომობილი, სავარაუდოდ, ბოროტმოქმედები სწორედ ამ ავტომობილით გადაადგილდებოდნენ. ამასთან ერთად, გამოძიების ინფორმაციით, სანომრე ნიშნები დამწვარ ავტომობილზე სავარაუდოდ მოპარული იყო.
რუსლან ახტახანოვი ჩეჩნეთში ცნობილი კულტურის მოღვაწე და პოეტია. იგი რუსეთის მწერალთა კავშირის წევრია.