დღეს, 16 ნოემბერს, საქართველოს ევროკავშირის უმაღლესი კომისარი ბარონესა ქეთრინ ეშტონი ეწვევა. როგორც პრეზიდნეტის პრესსპიკერმა განმარტა, ეშტონის ვიზიტი ძალზე მნიშნელოვანია საერთაშორისო ურთიერთობების თვალსაზრისით.
"მნიშვნელოვანია ის ვიზიტი, რომელიც ამ დღეებში იგეგმება. საქართველოს 16 ნოემბერს ევროკავშირის უმაღლესი კომისარი ბარონესა ქეთრინ ეშტონი ეწვევა და საქართველოს დედაქალაქში გამართვას შეხვედრებს. ეს ვიზიტი იმ ინტენსიური ურთიერთობის გაგრძელებად უნდა განვიხილოთ, რომელსაც ქართული დიპლომატია უკანასკნელ პერიოდში ეწევა. ეშტონის ვიზიტს განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს იმ განცხადებების კონტექსტში, რომლებიც საფრანგეთის პრეზიდენტის ნიკოლა სარკოზის ვიზიტის დროს გაჟღერდა და საქართველოსა და ევროკავშირის ურთიერთობების დაახლოებასა და შემდგომ განვითარებას შეეხება", - განაცხადა პრეზიდენტის პრესსპიკერმა.