საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი 2015 წლისთვის საქართველოში უმუშევრობის 10%-მდე შემცირებას ვარაუდობს. ამის შესახებ სააკაშვილმა "საქართველოს ბანკის" სათავო ოფისის ახალი შენობის გახსნისას განაცხადა.
პრეზიდენტი აცხადებს, რომ 2008-2009 წლებში უმუშევრობა 18-იდან 20 პროცენტამდე ავიდა, შემდეგ 16%-ზე დაბალანსდა, ახლა კი უმუშევრობის მაჩვენებელი 14%-ია. სააკაშვილის განცხადებით, 2015 წლამდე უმუშევრობის დონე საქართველოსი 10 %-მდე უნდა შემცირდეს.
საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა საქართვეოს ბანკის სათავო ოფისის ახალი შენობა გახსნა. "ძველი შენობების ახალი სიცოცხლე", - ასე უწოდა პრეზიდენტმა საქართველოს ბანკის ახალ სათავო ოფისს, რომელიც საგზაო დეპარტამენტის ყოფილ შენობაში განთავსდა.