ბოლო რამდენიმე დღის განმავლობაში მოსკოვში ტაჯიკეთის 135 მოქალაქე დააკავეს. ინფორმაციას ამის შესახებ ტაჯიკეთის საიმიგრაციო სამსახური ავრცელებს.
უწყების ინფორმაციით, დახლოებით 250 ტაჯიკი მიგრანტი მოსკოვის სპეცგამანაწილებლებში დეპორტაციის შესახებ გადაწყვეტილებას ელოდება. მათი უმრევლესობა რუსეთის სამართალდამცავი ორგანოების მიერ საიმიგრაციო კანონების დარღვევის ბრალდებითაა დაკავებული.
ტაჯიკეთის საიმიგრაციო სამსახურის უფროსის საფიულო დევონაევის ინფორმაციით, 11 თვის განმავლობაში ტაჯიკეთიდან მიგრაციაში წავიდა 674 000 ადამიანი. მათმა უმრავლესობამ რუსეთში ყოფნის ლეგალიზება შეძლო და ამისთვის საჭირო დოკუმენტები მიიღო.
საიმიგრაციო სამსახურის ინფორმაციით, ბოლო 6 თვის განმავლობაში რუსეთიდან ტაჯიკეთში ჩასვენებულია 396 ტაჯიკის ცხედარი. უწყებაში აღნიშნავენ, რომ მიგრანტების 50%-ის სიკვდილის მიზეზი მძიმე სამუშაო პირობები და ავადმყოფობა ხდება. არის მკვლელობის შემთხვევებიც.