პარლამენტის აპარატის თანამშრომლებს ქუთაისში წასვლასთან დაკავშირებით მოსაფიქრებლად 2 კვირიანი ვადა აქვთ.
პარლამენტის აპარატის თანამშრომლებს, რომელთაც ქუთაისში წასვლა სურთ, 2 კვირის განმავლობაში ხელმძღვანელობას საკუთარი გადაწყვეტილება უნდა აცნობონ.
2012 წელს არჩეული პარლამენტი, ახალი კონსტიტუციის თანახმად, ქუთაისში იმუშავებს.
ქუთაისში პარლამენტის ახალი შენობის მშენებლობა დაჩქარებული ტემპით მიმდინარეობს.