მოლდოვის პრეზიდენტის სარჩევნო კომისიამ მუშაობა ვადაზე ადრე შეწყვიტა. აღნიშნულის მიზეზი ქვეყნის პრეზიდენტის პოსტზე კანდიდატურების არარსებობა გახდა.
კომისიას თავიდან 7-მა ადამიანმა მიმართა, თუმცა მათ არ წარადგინდეს მხარდამჭერთა აუცილებელი მონაცემები. კანონის მიხედვით, კანდიდატს მხარი უნდა დაუჭიროს პარლამენტის მინიმუმ 15-მა დეპუტატმა.
ამჟამად შექმნილი სიტუაციის საფუძველზე პარლამენტი ვალდებულია, ახალი არჩევნები 30 დღის ვადაში დანიშნოს. თუ ვერც ერთი კანდიდატი ვერ შეძლებს ხმების 61 %-ის მიღებას, პარლამენტი დათხოვნას ექვემდებარება, ხოლო ქვეყნის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელმა ვადამდელი არჩევნები უნდა დანიშნოს. მოლდოვაში ქვეყნის პრეზიდენტს პარლამენტის წევრები ირჩევენ, რომელსაც მხარი უნდა დაუჭიროს პარლამენტის წევრთა საერთო რაოდენობის 3/5-მა.