ნოემბერს პარიზში, ელისეის მინდვრებზე,დახვეწილი სამზარეულოთი ცნობილი რესტორანი ფუკე (Fouquet's) აუქციონს უმასპინძლებს.
ამ ცნობილ რესტორანში აღიარებული ფრანგი მსახიობი ალენ დელონი თავის ღვინის კოლექციას გაყიდის.
აუქციონზე, ჩაქუჩის ერთი დარტყმით, ცნობილი ფრანგის მთელი ღვინის მარანი გაიყიდება, რომელშიც დაცულია საგულდაგულოდ შერჩეული ათასზე მეტი ბოთლი ღვინო და კონიაკი. თითოეულ ბოთლს დაამშვენებს სპეციალური ეტიკეტი, რომელიც ალენ დელონის კოლექციიდან მისი წარმომავლობის ისტორიას დაადასტურებს. Y
მინიმალური შეფასებით, ლოტების მთლიანი ღირებულება 100 000 ევროს შეადგენს. მათ შორის ყველაზე ძვირადღირებულია რამდენიმე ბოთლი კონიაკი Bisquit-Dubouché 1840 წლის მოსავლიდან. ასევე ღვინოები Château Latour, Château Lafite и Château Mouton-Rothschild 1928-2007 წლების მოსავლიდან.
უცნობია მიზეზი, რის გამოც ლეგენდარული ფრანგი მსახიობი, რომელსაც სულ ახლახან, 8 ნოემბერს, 76 წელი შეუსრულდა, ემშვიდობება გულმოდგინედ შეგროვებულ კოლექცია.