რუსეთის პრემიერ-მინისტრი ვლადიმერ პუტინი "ნობელის პრემიის" ჩინური ვერსიის, კონფუცის სახელობის პრემიის ლაურეატი გახდა. ჩინური პრემიის სპონსორებმა განაცხადეს, რომ დაჯილდოების ცერემონიალს 9 დეკემბერს ჩაატარებენ, თუმცა ქვეყნის კულტურის სამინისტრო ამ ღონისძიების ჩატარებას კრძალავს.
საქმე ისაა, რომ პრემიის დამაარსებლებს არ ჰქონდათ უფლება, პრემიის შესახებ ინფორმაცია განეთავსებინათ, მათ ასევე უკანონოდ შეცვალეს თავიანთი ორგანიზაციის სახელწოდება.
რუსეთის პრემიერი ამ პრემიის ღირსი "პლანერაზე მშვიდობის დამყარების საქმეში შეტანილი წვლილისთვის გახდა".
კონფუცის პრემია 2010 წელს დაარსდა, მას შემდეგ რაც მშვიდობის დარგში ნობელის პრემია ჩინელ დისიდენტს ლიუ სიაბოს მიაკუთვნეს.
"ნობელის პრემიის" ჩინური ვერსიის პირველი ლაურეატი ტაივანის ვიცე-პრეზიდენტი ლიან ჩჯანი გახდა, თუმცა მან ამ ჯილდოზე უარი განაცხადა.
ივლისში რუსი პრემიერი უკვე იყო სხვა პრემიის, "კვადრიგას" ლაურეატი, მაგრამ საბოლოო ჯამში მაინც ჯილდოს გარეშე დარჩა, ვინაიდან პრემიის სამეთვალყურეო საბჭომ თავის მიერ მიღებულ გადაწყვეტილებას საზოგადოების მკაცრი კრიტიკის გამო გადახედა და გააუქმა.