გერმანიის პოლიციამ სამი ნეონაცისტების დაჯგუფება აღმოაჩინა, რომლებმაც 1990-იანი წლების დასაწყისიდან გერმანიაში 10 მკვლელობა ჩაიდინეს. ცოცხალი ამ სამი ადამიანიდან ამჟამად უკვე მხოლოდ ერთი ქალი აღმოჩნდა - დაჯგუფების ორმა წევრმა თავი მაშინ მოიკლა, როდესაც მათ დაკავებას ცდილობდნენ. ამას გარდა, გამოაშკარავდა შოკისმომგვრელი დეტალები - 90-იანი წლების შუა ხანებიდან დამნაშავეები სპეცსამსახურების ინფორმატორები იყვნენ. ინფორმაციას ამის შესახებ გერმანული მედია ავრცელებს.
გავრცელებულ ინფორმაციაში ნათქვამია, რომ ამ სამეულს "ტიურინგის სამეული" ეწოდებოდა, რომელიც დიდი ხნის განმავლობაში ემალებოდა პოლიციას. ნოემბრის დასაწყისში სამეულის ორივე მამაკაცმა სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა მაშინ როდესაც მათ პოლიცია მისდევდა აიზენახში ბანკის გაძარცვის შემდეგ. ქალი კი პოლიციას თავად ჩაბარდა და დააპატიმრეს.
მედიაში ასევე ქვეყნდება ეჭვმიტანილების ვინაობა, ესენი არიან: უვე მუნდლოსი, უვე ბენხარდტი და ბეატე შაიპე არიან. ცნობილია, რომ ბეატე 37 წლისაა და სასჯელის შემსუბუქების სანაცვლოდ მზადაა გამოძიებასთან თანამშრომლობისა და ჩვენების მისაცემად.
პოლიციის მონაცემებით, ნეონაცისტების ეს ბანდა თანამონაწილეა მკვლელობებისა უცხოური წარმოშობის მცირე მეწარმეებისა, მათ ასევე ბრალად ედებათ ტერაქტების ჩადენა, რომლებიც მიგრანტებისა ებრაელების წინააღმდეგ იყო მიმართული. კერძოდ, ისინი ეჭვმიტანილები არიან რვა თურქისა და ერთი ბერძენის მკვლელობაში 2000-2006 წლებში. ამასთან ერთად 2007 წელს მათი პისტოლეტიდან მოკლულია მილიციის ერთი თანამშრომელი ქალი.
უახლოეს დღეებში ბუნდესტაგში გაიმართება საგანგებო სხდომა, რომელიც ამ ბანდიტური დაჯგუფების წევრების საქმიანობის განხილვისადმი იქნება მიძღვნილი.