"ქრისტიან-დემოკრატების" ლიდერი ბუნდესტაგის მმართველი, "ქრისტიან-დემოკრტიული ფრაქციის" გენერალურ მდივანს მანფრედ გრუნდს შეხვდა. თარგამაძემ და გრუნდმა საქართველოსა და გერმანიაში მიმდინარე პოლიტიკურ მოვლენებზე, ეკონომიკურ პრობლემებსა და მათი გადაჭრის გზებზე, საგარეო პოლიტიკასა და ქართველი და გერმანელი „ქრისიტან-დემოკრატების"თანამშრომლობის პერსპექტივებზე ისაუბრეს.
გიორგი თარგამაძე და პარტიის საერთაშორისო მდივანი გიორგი რუხაძე ქალაქ ლაიფციგში, გერმანიის „ქრისტიან-დემოკრატიული კავშირის" მიწვევით პარტიის ყოველწლიურ ყრილობას ესწრებიან. ღონისძიების ფარგლებში დაგეგმილია შეხვედრები გერმანელი „ქრისტიან- დემოკრატებისა" და ევროპის სხვა მემარჯვენე-ცენტრისტული პარტიების ხელმძღვანელებთან.
„ქრისტიან-დემოკრატების" ლიდერები გერმანიაში გაერთიანებული სამეფოდან ჩავიდნენ. ლონდონში მათ "საერთაშორისო დემოკრატიული კავშირის" ლიდერთა შეხვედრაში მიიღეს მონაწილეობა, სადაც "საქართველოს ქრისტიან-დემოკრატიული მოძრაობა" მსოფლიოს ყველაზე დიდი მემარჯვენე-ცენტრისტული ინტერ-პარტიული ალიანსის სრული წევრი გახდა.