შეერთებული შტატები არ ცნობს არჩევნებისა და რეფერენდუმის ლეგიტიმურობას და მის შედეგებს ე.წ. სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკაში. ამის შესახებ განცხადება სახელმწიფო დეპარტამენტის პრესმდივანმა მარკ ტონერმა გააკეთა.
"ვაშინგტონი კიდევ ერთხელ ადასტურებს ერთგვაროვან მხარდაჭერას საქართველოს სუვერენიტეტისადმი და მოუწოდებს რუსეთს 2008 წელს ცეცხლის შეწყვეტის შესახებ გაფორმებული შეთანხმების პირობები შეასრულოს, მათ შორისაა ჯარების ომამდე არსებულ პოზიციებზე დაბრუნებაც,"- განაცხადა ტონერმა.