საინვესტიციო ფონდმა Berkshire Hathaway, რომელიც ცნობილი მილიარდელის უორან ბაფეტის საკუთრებაა, კომპანია IBM-ის აქციები 10,7 მლრდ. დოლარად იყიდა.
მილიარდელის განმარტებით, მან ფასიანი ქაღალდების შესყიდვა ჯერ კიდევ მარტში დაიწყო, თუმცა IBM-სთვის აღნიშნული ოპერაციის შესახებ არ უცნობებია.
ამ დროისათვის უორენ ბაფეტის საკუთრებაა IBM-ის აქციათა 5,5 %-ი, რაც საერთო ჯამში 64 მლნ. აქციას შეადგენს. ბაფეტის "აღიარების" შემდეგ
IBM-ის აქციათა ღირებულება საგრძნობლად გაიზარდა.