რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე გრიგორი კარასინი ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებათა თანათავმჯდომარეებს - ფილიპ ლეფორს (ევროკავშირი) ანტი ტურუნენს (გაერო) და გენდრიუს ჩეკოუპოლისს (ეუთო) შეხვდა. ინფორმაციას ამის შესახებ რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.
"შეხვედრისას გაიმართა აზრების გაცვლა უსაფრთხოების საკითხებზე აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის საზღვრებზე არსებულ სიტუაციასთან დაკავშირებით. ისაუბრეს ასევე ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმების სამუშაო ჯგუფების შეხვედრებზე", _ იუწყება რუსეთის საგარეო უწყება და აღნიშნავს, რომ შეხვედრის მონაწილეებმა ასევე განიხილეს ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებათა მორიგ რაუნდზე განსახილველი საკითხები, რომელიც მიმდინარე წლის 14 დეკემბერს გაიმართება.