ნატოს გენერალურმა მდივანმა ანდერს ფოგ რასმუსენმა "ნატო-რუსეთის" საბჭოს ჩატარების წინ ხელი მოიტეხა, ამის გამო იგი ამ სხდომაში მონაწილეობას ვერ მიიღებს. "ნატო-რუსეთის" ამ სხდომაზე ჰაერსაწინააღმდეგო თავდაცვითი სისტემების საკითხი უნდა განხილულიყო. ინფორმაციას ამის შესახებ ალიანსის პრესსამსახური ავრცელებს.
რასმუსენი მიღებული ტრამვის გამო ვერც რუსეთის თავდაცვის მინისტრის მოადგილეს, ანატოლი ანტონოვს შეხვდება, რომელიც სპეციალურად ამ სხდომისთვის ბრიუსელში გაემგზავრა. მას ნატოს გენმდივანთან შეხვედრა ჰქონდა დაგეგმილი.
"ნატოს გენერალურმა მდივანი ანდერს ფოგ რასმუსენი დასასვენებელ დღეებში ველოსიპედით გასეირნების დროს ავარიაში მოყვა და ხელი მოიტეხა. რამდენიმე დღის განმავლობაში გენერალური მდივანი სამსახურში არ იქნება", _ იუწყება პრესსამსახური და აღნიშნავს, რომ მის ნაცვლად "ნატო-რუსეთის" საბჭოს სხდომის მუშაობაში მონაწილეობას მისი ერთ-ერთი მოადგილე მიიღებს.