თბილისში 6 წლის გოგონა გაურკვეველ ვითარებაში გარდაიცვალა. უბედური შემთხვევა თემქის მე-11 მიკრორაიონში მოხდა. სავარაუდოდ, ბავშვმა თვითნებურად დიდი რაოდენობით წამლები დალია, მშობლებმა ბავშვი უგონო მდგომარეობაში დილით შენიშნეს. გოგონა მესამე პედიატრიულ კლინიკაში გადაიყვანეს, თუმცა ექიმების თქმით, ბავშვი საავადმყოფოში შეყვანისას უკვე გარდაცვლილი იყო. სიკვდილის სავარაუდო მიზეზად მედიკოსები სხვადასხვა პრეპარატის მიღებას ასახელებენ, თუმცა საბოლოო დასკვნას ექსპერტიზა სჭირდება.
მომხდართან დაკავშირებით აღძრულია სისხლის სამართლის საქმე.