ჩინეთის ცენტრალურ ნაწილში აფეთქებას 7 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა. დაშავებულთა რაოდენობამ 31-ს მიაღწია. აფეთქება ძიანის პროვინციაში მდებარე ერთ-ერთ მაღაზიაში მოხდა. სამართალდამცავების თქმით, სამაშველო ოპერაციებს სამი საათი დასჭირდა.
აფეთქების გამომწვევი მიზეზი ჯერ ჯერობით დადგენილი არ არის. წინასწარი ვერსიით, ის შეიძლება ბუნებრივი გაზის გაჟონვას გამოწყვია. მომხდარზე გამოძიება მიმდინარეობს.