ნორვეგიაში ანდრეს ბრეივიკს ასამართლებენ. სასამართლო პროცესი დღეს იმართება. ნორვეგიელ ტერორისტს რომელსაც ბრალად ედება დედაქალაქის სამთავრობო კვარტლის აფეთქება და ათობით ადამიანის სიცოცხლის ხელყოფა ეხება 30 წლით თავისუფლების აღკვეთა ემუქრება. ადგილობრივი მედიის ინფორმაციით, ანდრეს ბრეივიკის სასამართლო პროცესი ჟურნალისტებისა და საზოგადოების წარმომადგენლებისათვის ღია იქნება.
გავრცელებული ინფორმაციით, სასამართლო პროცესს დაესწრებიან ტერაქტისას დაღუპული და გადარჩენილი ახალგაზრდების ოჯახის წევრები და ახლობლები. თავად ბრალდებული სასამართლო დარბაზში არ იქნება, ის ჩვენებას ვიდეოკონფერენციის მეშვეობით ციხის კამერიდან მისცემს. სასამართლო პროცესთან დაკავშირებით, მთელი ქვეყნის მასშტაბით უსაფრთხოების განსაკუთრებული ზომებია მიღებული.