საერთაშორისო სადისკუსიო კლუბის "ვალდაის" წევრებთან შეხვედრაზე რუსეთის პრემიერ-მინისტრმა ვლადიმერ პუტინმა გააკეთა მინიშნება იმისა, თუ რამდენი ხანი აპირებს ხელისუფლების სათავეში ყოფნას. ეს მინიშნება, რუსული მედიის ინფორმაციით, პუტინმა შეხვედრის დახურულ ნაწილში გააკეთა.
"შეხვედრის დახურულ ნაწილში, პუტინმა მიანიშნა პოლიტოლოგებს, რომ პრეზიდენტად დარჩენას ორი ვადით აპირებს. აშშ-ს მსოფლიო უსაფრთხოების ინსტიტუტის აზიური პროგრამების დირექტორის ნიკოლაი ზლობინის თქმით, პრემიერი საუბრობდა რეფორმებზე, რომელთა გატარებასაც 15 წლიან პერსპექტივაში აპირებს ", _ წერს რუსული მედია.
ამასთან ერთად, რუსული მედია ასევე იუწყება, რომ შეხვედრაზე პუტინმა დაიწყო თავისი როგორც მომავალი პრეზიდენტის სტრატეგიის ერთგვარი წარდგენა. პრესისათვის გახსნილი მხოლოდ შეხვედრის 40 წუთი იყო.
"ამასთან ერთად, შეხვედრის დახურულ ნაწილში ვლადიმერ პუტინმა ევროკავშირის მისამართით ასეთი რამ თქვა: ეს არის ზაზუნა, რომელმაც ორივე ლოყაში საჭმელი (ანუ ახალი წევრები) დააგროვა, ხოლო მისი გადაყლაპვა არ შეუძლია. ლიბიაზე საუბრისას პუტიბმა დაგმო აშშ-სა და ევროპის ორმაგი სტანდარტები და ყველას ნათლად გააგებინა, რომ რუსეთი არ დაუშვებს ევროპაში ჰაერსაწინააღმდეგო თავდაცვითი სისტემის გაშლას და ამასთან დაკავშირებით წინააღმდეგობისთვისაც მზადაა", _ წერს რუსული მედია.