აშშ- არ გამორიცხავს, რომ ჰაერსაწინააღმდეგო თავდაცვითი ელემენტების სისტემა შავ, ბარენცის, ჩრდილოეთისა და ბალტიის ზღვებში განათავსოს, მაგრამ რუსეთს ჯერ ჯერობით იმის გარანტიას არ აძლევს, რომ ყოველივე ეს მის წინააღმდეგ არ იქნება მიმართული. ეს განცხადება რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა გააკეთა.
"რა თქმა უნდა აშშ არ გამორიცხავს და ეს გვითხრეს კიდეც უკვე, რომ სამხედრო გემები შესაძლოა განთავსდეს არა მხოლოდ ხმელთაშუა ზღვაში, არამედ შავ, ბარენცის, ჩრდილოეთის და ბალტიის ზღვებში და ყოველი ეს რჩება იმ პოზიციის არგლებში, რომელიც ჩვენ ადრე გვითხრეს, ანუ - "თქვენ ნუ ღელავთ, ყოველივე ეს თქვენს წინააღმდეგ მიმართული არ არის" - შეუძლებელია ჩვენ ეს გვაწყობდეს", _ განაცხადა სერგეი ლავროვმა.