საარჩევნო ადმინისტრაციის მოხელის სერტიფიცირება 2012 წლის პირველ ნახევარში გაიმართება. საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიამ დადგენილება მიიღო, რომლის თანახმადაც, ახალი საარჩევნო კოდექსის მიღების შემდეგ საარჩევნო ადმინისტრაციის მოხელის სერტიფიცირება მოხდება.
ცენტრალური საარჩევნო კომისია დადგენილებაში ადგენს, რომ 2011 წელს გასამართი საარჩევნო ადმინისტრაციის მოხელის სერტიფიცირება გაიმართოს 2012 წლის პირველ ნახევარში, ახალი საარჩევნო კოდექსის მიღებისა და მის საფუძველზე ცესკოს მიერ სერტიფიცირებისათვის შესაბამისი ტესტების შემუშავების შემდეგ. ამ დადგენილებას ხელს კომისიის თავმჯდომარე ზურაბ ხარატიშვილი აწერს.