იტალიის პრემიერ-მინისტრი ყოფილი ევროკომისარი მარიო მონტი გახდა. მონტის პრემიერად არჩევის შესახებ მას შემდეგ გაკეთდა განცხადება, როცა ქვეყნის პრეზიდენტმა ჯორჯიო ნაპოლიტანომ ქვეყნის ძირითად პოლიტიკურ ძალებთან კონსულტაციები დაასრულა.
ბი-ბი-სის ინფორმაციით, მონტი, რომელიც მსოფლიოს ეკონომიკურ წრეებში დიდი პატივიცემით სარგებლობს, სავარაოდუდ ის პოლიტიკური ფიგურა გახდება, ვინც შესძლებს ფინანსური ბაზრების დამშვიდებას.
ამავე დროს, ექსპერტები მიიჩნევენ, რომ იტალიის პრობლემები საკმაოდ სიღრმისეულია და მათი დაძლევა მხოლოდ მთავრობის ცვლილებით შეუძლებელი იქნება.
სენატორი რობერტო ლაზანია, რომელიც 1994 წელს ბერუსკონის პირველი პოლიტიკური კამპანიის სათავეში იდგა აცხადებს, რომ მონტი ერთი ღამის განმავლობაში ვერ შესძლებს იტალიის პრობლემების გადაწყვეტას.
შეგახსენებთ, რომ იტალიის ყოფილი პრემიერი სილვიო ბერლუსკონი ქვეყანაში შექმნილი კრისისული ვითარების გამო, მას შემდეგ გადადგა, როცა პარლამენტმა ქვეყნის ეკონომიკური სტაბილიზაციის გეგმა დაამტკიცა.