ამერიკის შეერთებული შტატები და რუსეთი შეეცდებიან გამოიმუშავონ ერთიანი პოზიცია ირანის საკითხთან დაკავშირებით. ამის შესახებ აშშ-ს პრეზიდენტმა ბარაკ ობამამ ჰონოლულუში თავის რუს კოლეგასთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა.
მისი თქმით, ერთობლივი პოზიცია დაეყრდნობა იმ გარემოებას, რომ ირანმა საკუთარი ბირთვული პროგრამის განხორციელებისას მკაცრად უნდა დაიცვა საერთაშორისო ვალდებულებები. ორი ქვეყნის პრეზიდენტმა ასევე განიხილეს ავღანეთსა და სირიაში არსებული ვითარება, თუმცა აღნიშნულ საკითხებთან დაკავშირებით მათ საჯარო კომენტარი არ გაუკეთებიათ.
შეგახსენებთ, რომ ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტომ გამოაქვყენა მოხსენება, რომლის მიხედვითაც ირანი ბირთვული იარაღის შექმნას ცდილობს.
აღნიშნულ მოხსენებას ირანმა პოლიტიზირებული და ფალსიფიცირებულ მონაცემებზე დაყრდნობით შექმნილი უწოდა.