რუსეთის პრეზიდენტი დიმიტრი მედვედევი მიესალმება კურილის კუნძულებზე იაპონელი ინვესტორების გამოჩენას.
"არსებობენ პრობლემები, რომელიც მძიმედ აისახება ჩვენს ურთიერთობებზე. ეს არის სამშვიდობო ხელშეკრულების არ ქონა და ტერიტორიული საკითხი", - განაცხადა რუსეთის პრეზიდენტმა და დასძინა, რომ მოსკოვის პოზიცია კუნძულებთან დაკავშირებით ეყრდნობა ისტორიულ ფაქტებსა და დოკუმენტებს.
უნდა აღინიშნოს, რომ იაპონია სამხრეთ კურილიის კუნძულებს საკუთარ ტერიტორიად მიიჩნევს და არ აღიარებს მასზე რუსეთის სუვერენულ უფლებებს. იაპონიის ხელისუფლებას განსაკუთრებით ნეგატიური დამოკიდებულება აქვს რუსი ჩინოვნიკების მიერ განხორციელებული ვიზიტებისადმი, რის საპასუხოდაც მოსკოვი აცხადებს, რომ კურილი მათი საკუთრებაა და შესაბამისად ხელისუფლების წარმომადგენლებს კანონიერი უფლება გააჩნიათ მოინახულონ საკუთარი ტერიტორიები.