ავღანეთში მომხდარ აფეთქებას ექვსი მშვიდობიანი მოქალაქის სიცოცხლე ემსხვერპლა. ნაღმი ავღანურ ქალაქ მერჰტარლამში აფეთქდა.
ყველა დაღუპული ერთი ოჯახის წევრია. ავტომობილში მსხდარმა ოჯახმა, რომელიც ხუთი მამაკაცისგან და ერთი ქალისგან შედგებოდა ნაღმზე გადაიარა. აფეთქების შედეგად ვერავინ გადარჩა.
ქალაქი მერჰტარლამი ავღანეთის აღმოსავლეთ ნაწილში, პაკისტანის საზღვრის სიახლოვეს მდებარეობს.