ყაზახეთის ქალაქ ტარაზში იარაღის მაღაზიის გაძარცვის დროს მომხდარი აფეთქების შედეგად 5 ადამიანი გარდაიცვალა. ერთი დაზარალდა. ინფორმაციას ამის შესახებ ყაზახეთის შს სამინისტრო ავრცელებს.
"ქალაქ ტარაზში უცნობი პირი ქალაქის ერთ ერთ იარაღის მაღაზიას დაესხა თავს. მოკლულია მაღაზიის დაცვის ერთი წევრი, დაჭრილი ერთი ადამიანი. მაღაზიიდან გატაცებულია "საიგას" ტიპის ორი ცალი იარაღი. დანაშაული ჩადენის შემდეგ ბოროტმოქმედი ავტომობილით მიიმალა", _ იუწყება შს სამინისტრო.
მათივე ინფორმაციით, დამნაშავეს სამართლადამცავები დაედევნენ. ბოროტმოქმედის მიერ ცეცხლი კვლავ გაიხსნა, რამაც ორი მილიციელის სიცოცხლე შეიწირა.
"მისი უშუალო დაკავებისას, ბორორმოქმედმა თავი აიფეთქა. აფეთქების შედეგად მილიციის კიდევ ერთი თანამშრომელი დაიღუპა", _ იუწყება ყაზახეთის შს სამინისტრო.