რუსეთსა და აშშ-ს შორის ურთიერთობა შესაძლოა გართულდეს. განცხადება ამის შესახებ რუსეთის პრემიერ-მინისტრმა ვლადიმერ პუტინმა "ვალდაის" სადისკუსიო კლუბის ექსპერტებთან შეხვედრისას გააკეთა.
რუსეთის პრემიერის განცხადებით, იმ შემთხვევაში თუ ვაშინგტონი ევროპაში ანტისარაკეტო სისტემას განათავსებს რუსეთსა და აშშ-ს შორის ურთიერთობა აუცილებლად დაიძაბება.
ამასთან ერთად, რუსეთის პრემიერმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ რუსეთს მსგავსი კონფლიქტების არ ეშინია.