მოსკოვისა და სრულიად რუსეთის პარტიარქი კირილი საბჭოთა კავშირის დაშლას ნანობს.
საეკლესიო სამეცნიერო ცენტრის სადამკვირვებლო საზოგადოებრივი საბჭოს შეხვედრაზე სიტყვის გამოსვლისას, მოსკოვისა და სრულიად რუსეთის პატრიარქმა საბჭოთა კავშირის დაშლა ისტორიული რუსეთის ჩამოშლად შეაფასა.
ამასთან ერთად, მან საბჭოთა კავშირის დაშლის მიზეზად ეროვნული აზროვნების, სიამაყისა და ისტორიის აღქმის უნარის დაცემა დაასახელა.
რუსეთის პარტიარქმა საზოგადოებას ღირსების ამაღლებისაკენ მოუწოდა, რათა ისტორიაში არასოდეს განმეორდეს ის, რაც 1990 წლის დასაწყისში მოხდა.
პატრიარქი აღნიშნავს, რომ მმართველობით უკმაყოფილობამ და არასწორმა იდეოლოგიამ არ უნდა მისცეს სტიმული ხალხს ქვეყნის სახელმწიფოებრიობა დაანგრიონ, "რადგან საბჭოთა კავშირის დროს ხალხი მმართველი რეჟიმის შეცვლას გეგმავდა, მაგრამ მოვლენებმა ისტორიული რუსეთი დაანგრია", _ აცხადებს კირილი.