დღეს, 12 ნოემბერს სეპარატისტულ სამხრეთ ოსეთში "სიჩუმის დღეა" გამოცხადებული. ინფორმაციას ამის შესახებ ე.წ. სამხრეთ ოსეთის ბეჭდვისა და ინფორმაციის კომიტეტი ავრცელებს. მათივე ინფორმაციით, ე.წ. ცესკოში უკვე გაკეთდა ოფიციალური განცხადება იმის შესახებ, რომ ე.წ. ცესკო არჩევნების ჩასატარებლად მზადაა.
"12 ნოემბერი "სიჩუმის დღედაა" გამოცხადებული. ამ დღეს აკრძალულია სააგიტაციო საქმიანობა, რათა ამომრჩეველი დაფიქრდეს, თუ რა არჩევანი უნდა გააკეთოის, ხვალ 13 ნოემბერს დაგეგმილ არჩევნებში", _ იუწყება კომიტეტი.
სეპარატისტები ამ ე.წ. არჩევნებისათვის 86 საარჩევნო უბნის გახსნას გეგმავენ. მათ შორის ერთი გახსნილი იქნება მოსკოვში, ერთი - ჩრდილოეთ ოსეთში და ერთი - აფხაზეთში. ოსური მხარის ინფორმაციით, არჩევნებს 80 ზე მეტი დამკვირვებელი დაკვირდება და მათ 50-ზე მეტი უცხოელი ჟურნალისტი გააშუქებს.
შეგახსენებთ, რომ ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნები ცხინვალის რეგიონში ცვალ 13 ნოემბერს გაიმართება. ამ დროისათვის ე.წ. სამხრეთ ოსეთის "პრეზიდენტის" თანამდებობაზე პრეტენზიას 11 ადამიანი აცხადებს.