უკრაინის ვიცე-პრემიერი სერგეი ტიგიპკო არ გამორიცხავს, რომ პარტია "რეგიონების" საარჩევნო სიას ჩაუდგეს სათავეში და უმაღლეს რადაში იყაროს კენჭი.
"ღიად ვიტყვი, რომ ახლა მე სხვა ამოცანა მაქვს. მე ვფიქრობ, რომ ნებისმიერი ადამიანი, რომელიც პოლიტიკაში მოდის, პატიოსნად უნდა მოიქცეს .... დღეისათვის ჩემი ამოცანაა გავატარო რეფორმები .... არაპოპულარული რეფორმები" - განაცხადა სერგეი ტიგიპკომ ტელეკომპანია "ინტერის" ეთერით. ტიგიპკომ დასძინა ასევე ისიც, რომ "პერსექტივაში შეხედავს, შესაძლოა მან საარჩევნო სიასაც კი უხელმძღვანელოს".
აღსანიშნავია, რომ სექტემბრის დასაწყისში ტიგიპკომ განაცხადა, რომ შესაძლოა პარტია "რეგიონების" ლიდერი გახდეს.
"თუ კი მე კონკურენტუნარიანი ვიქნები და ვიმოღვაწევებ ამ პარტიაში. შესაძლოა პარტიის ლირიც ვიყო, ან ერთ-ერთი ლიდერთა შორის, თუმცა მთავარია, რომ საქმე გაკეთდეს"- განაცხადა სერგეი ტიგიპკომ. მან ანალოგიური განცხადება უკვე ოქტომბრის დასაწყისშიც გააკეთა.
შეგახსენებთ, რომ 16 აგვისტოს გაკეთდა განცხადება, რომ "ძლიერი უკრაინა" რეგიონებთან გაერთიანდებოდა. შემდგომ აღნიშნული დაადასტურა ქვეყნის პრემიერ-მინისტრმა, პარტია "რეგიონების" ლიდერმა ნიკოლაი აზაროვმაც.