აშშ-ს სახელმწიფო მდივანი ჰილარი კლინტონი ირანისგან ბირთვულ პროგრამასთან დაკავშირებით განმარტებებს ითხოვს.
კლინტონის განცხადებით, ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოს აქვს სერიოზული მასალები, იმასთან დაკავშირებით, რომ ირანი ბირთვული იარაღის შექმნას ცდილობს.
უნდა აღინიშნოს, რომ ირანის ხელისუფლებამ გამოქვეყნებულ მოხსენებასთან დაკავშირებით, რომელიც ბირთვული იარაღის შექმნის მცდელობას უკავშირდება, საკუთარი პოზიცია გაახმოვანა.
თეირანმა განაცხადა, რომ მოხსენება პოლიტიზირებულია და დაფუძნებულია გაყალბებულ ინფორმაციებზე.