"ახლა არის ისეთი სიტუაცია, რომელზედაც 3-4 წლის წინ ოცნებაც არ შეგვეძლო", _ განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრთან შეხვედრის შემდეგ ჟურნალისტებთან საუბრისას.
"ახლა არის ისეთი სიტუაცია, რომელზედაც ოცნებაც კი არ შეგვეძლო 3-4 წლის წინ. გუშინ ყველა ელჩი ბათუმში იმეორებდა, რომ საქართველო აუცილებლად გახდება ნატოს და ევროკავშირის წევრი. 3-4 წლის წინ წინ ამაზე ოცნებაც არც შეგვეძლო - ახლა კი ეს, არის ისე, როგორც კედელზე გამოხატული ჭეშმარიტება", _ განაცხადა სააკაშვილმა.
მისი თქმით, როდესაც საქართველო უკვე არის ნატოს დე-ფაქტო წევრობის კანდიდატი, "უკვე ძალიან ძნელი იქნება ამ ქვეყნის გადასანსვლა, აფეთქება და რელსებიდან გადაყვანა იმ ქვეყნისთვის, რომელიც ამას ცდილობს".
"ომის შემდეგ იყო მცდელობა საქართველოს იზოლაციისა და მთავარი, რითაც საქართველომ ეს ყველაფერი შემოაბრუნა, არის განვითარების დიდი ტემპი, ფაქტობრივად, მკვდრეთით აღვდექით", _ განაცხადა სააკაშვილმა.