საპარლამენტო ფრაქცია "ქრისტიან-დემოკრატების" წევრი ლევან ვეფხვაძე მიიჩნევს, რომ 2012 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის პროექტი არის "პროგრამული ბიუჯეტი პროგრამულობის გარეშე".
როგორც პარლამენტის დღევანდელ პლენარულ სხდომაზე ვეფხვაძემ განაცხადა, მომავალი წლის სახელმწიფო ბიუჯეტის პროექტში ბევრი მუხლია გაუშიფრავი.
"მასში არ ჩანს, რამდენ ბენეფიციარს შეეხება ესა თუ ის პროგრამა, რა თანხა დაიხარჯება, რა შედეგებს უნდა ველოდოთ მათი განხორციელებისას და ა.შ. ბიუჯეტისადმი ასეთი არაკომპეტენტური მიდგომა უხერხულია, მით უმეტეს, მაშინ, როცა თითოეული თეთრის ხარჯვა დასაბუთებულად გვჭირდება", - აღნიშნა ვეფხვაძემ.