"რვა წლის წინ საქართველო ჯერ კიდევ კრიმინალური და კორუმპირებული ქვეყანა იყო, რვა წლის წინ ჩვენი ხალხი ქუჩაში იმ პრიციპების დასაცავად შეიკრიბა, რომელმაც ჩვენ დღეს აქ შეგვკრიბა", _ განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა ლონდონში დემოკრატთა საერთაშორისო კავშირის ფორუმზე სიტყვით გამოსვლისას.
"მათ ქუჩაში ის თაობა გამოიყვანეს, რომელმაც საქართველოში რეგიონალური მნიშვნელობის ლიბერალური რეფორმები გაატარა. ოკუპირებული ტერიტორების გარდა, ჩვენ მთელ ქვეყანაში დემოკრატიას ვაშენებთ და საქართველო ლიბერალური რეფორმების მოდელი გახდა", _ განაცხადა სააკაშვილმა.