ლონდონში ოფიაციალური ვიზიტით მყოფი საქართველოს პრეზიდენტი დემოკრატთა საერთაშორისო კავშირის ფორუმზე სიტყვის გამოვიდა. მიხეილ სააკაშვილი და დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი შეხვედრას ერთად ესწრებიან. შეხვედრის მასპინძელი კონსერვატორთა პარტიაა. სააკაშვილმა კავშირის 45 წევრი ქვეყნის დელეგაციებს მიმართა.
"ჩვენ ყველანი აქ ხუთი კონტინენტიდან ისე ჩამოვედით, თითქოს ოჯახურ შეხვედრაზე ვართ, რადგან საერთო პასუხისმგებლობები გვაერთიანებს: დემოკრატია, ადამიანის უფლებები. ჩვენ ვირჩევთ ისეთ საზოგადოებას, სადაც თავისუფალი ინდივიდები ცხოვრობენ და არა ერთიანი სოციალური კლასები", _ განაცხადა სააკაშვილმა სიტყვით გამოსვლისას.
"ჩვენ ვუფრთხილდებით ლიბერალური დემოკრატიის პრინციპებს, რომლებიც სწორედ ამ ქვეყანაში შეიქმნა საუკუნეების წინ. სწორედ ამიტომ, ჩვენი, ოჯახის წევრების, შეხვედრის უკეთესი ადგილი არ არსებობს", _ განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა.