პოლიტიკური პარტია "სალომე ზურაბიშვილი - საქართველოს გზის" მთავრი კომიტეტის წევრმა თეიმურაზ მურვანიძემ პრესკონფერენცია გამართა. მურვანიძის განცხადებით, მმართველი გუნდის არაპროფესიონალიზმის გამო, სერიოზული საფრთხე ემუქრება სვანეთის რეგიონს და მთელ ეკოსისტემას, რომელიც ხუდონჰესის და სხვა ძველი კომუნისტური პროექტების გაცოცხლებით ახლო მომავალში "მკვდარ ზონად" გადაიქცევა.
"საუბარია იმაზე, რომ გაეროს შესაბამის კომისიას შესწავლილი აქვს აზერბაიჯანის, სომხეთის და საქართველოს ტერიტორიებზე არსებული წყლის რესურსები და კონსოლიდირებული დასკვნის შედეგად მეორე შეტყობინებაზე ჰყავს გადაყვანილი ეს რეგიონი, რაც იმას ნიშნავს, რომ უკვე 30 წლის შემდეგ სამხრეთ კავკასიაში სასმელი წყლის დეფიციტი იქნება", - აღნიშნა მან.
მურვანიძის განცხადებით, ეს პირდაპირ კავშირშია ხელისუფლების წინდაუხედავ და გაუაზრებელ ენერგოპოლიტიკასთან, რადგან იმის გარდა, რომ ხუდონჰესი და სხვა მსგავსი ობიექტები შეცვლიან მთლიან ეკოსისტემას, გაყიდულ ტყეებთან ერთად, 30 წლის შემდეგ ქვეყანას დარჩება გაუდაბურებული, საცხოვრებლად უვარგისი მიწა და უწყლო კაშხალები ბეტონის კონსტრუქციებით.
იგი ხელისუფლებას მოუწოდებს, ექსპერტებთან და ამ დარგის სპეციალისტებთან ერთად გადახედოს ენერგოპოლიტიკას და კერძოდ ჰიდროელექტრო სადგურების კასკადურ მშენებლობებს.