ფინანსთა მინისტრმა დიმიტრი გვინდაძემ რეპრესირებულების დაფინანსებასთან დაკავშირებით დასმულ შეკითხვას პასუხი არ გასცა.
საპარლამენტო ოპოზიციას აინტერსებს მიიღებენ თუ არა ცენტრალური ბიუჯეტიდან დაფინანსებას რეპრესირებულები.
"სასამართლოები რეპრესირებულებს 200-300-500 ლარიან კომპენსაციას უდგენენ. საიდან გაიცემა ეს თანხა? ცენტრალური ბიუჯეტიდან? - ჰკითხა ოპოზიციური ფრაქცია ~ერთობა სამართლიანობისთვის" თავმჯდომარე გიორგი ცაგარეიშვილმა ფინანსთა მინისტრს, თუმცა, დეპუტატმა პასუხი ვერ მიიღო.
დღეს პარლამენტი 2012 წლის ბიუჯეტს განიხილავს. მომავალი წლის ბიუჯეტი 7 მილიარდ 673 მილიონი ლარია.