ფინანსთა მინისტრ დიმიტრი გვინდაძის განმარტებით, პრეზიდენტის ინიციატივა პენსიების გაზრდასთან დაკავშირებით 2012 წლის ბიუჯეტის პროექტში საბოლოო გადამუშავების დროს შევა.
მისი თქმით, 67 წელს ზევით პენსიონერები და პირველი ჯგუფის ინვალიდები 140-ლარიან პაკეტს მიიღებენ, რომელშიც შედის 15-ლარიანი დაზღვევა, რაც გაცილებით მეტ მომსახურებას ითვალისწინებს, ვიდრე ხელზე აღებული 15 ლარი.
დღეს პარლამენტი 2012 წლის ბიუჯეტის პროექტს განიხილავს.