საქართველოს პრეზიდენტის ინიციატივით კონსტიტუციაში კიდევ ერთი ცვლილება შედის, რომელიც აჭარის ავტონომიურ რესპუბილიკას შეხება.
ახალი კანონპროექტის თანახმად, აჭარის ახლად არჩეული უმაღლესი საბჭოს უფლებამოსილების ცნობიდან 10 დღის ვადაში პრეიზდენტი უმაღლეს საბჭოში წარდგენილ პოლიტიკურ სუბიექტებთან კონსულტაციის შემდეგ, საქართველოს მთავრობის წინასწარი თანხმობით, უმაღლეს საბჭოს დასამტკიცებლად წარუდგენს აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის კანდიდატურას.
მოცემული ნორმა ამოქმედდება 2013 წლის ოქტომბრის მორიგი საპრეზიდენტო არჩევნების შედეგად არჩეული პრეზიდენტის მიერ ფიცის დადების მომენტიდან. აღნიშნული საკანონდებლო ინიციატივას დღეს ბიუროს სხდომაზე იქნა ინიცირებული.