ევროკავშირის უმაღლესი კომისარი კეტრინ ეშტონი სამხრეთ კავკასიური ტურნეს იწყებს. ეშტონი სამხრეთ კავკასიური ტურნეს ფარგლებში ჯერ აზერბაიჯანში ცავა, შემდგომ საქართველოს ეწვევა, ხოლო საქართველოდან სომხეთში გადაინაცვლებს. უკვე ცნობილია, რომ ეშტონი აზერბაიჯანში - 15 ნოემბერს, საქართველოში - 16 ნოემბერს, ხოლო სომხეთში 17 ნოემბერს ჩავა.
შეგახსენებთ, რომ ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში, ბარონესა ქეთრინ ეშტონი საქართველოში გასულ წელსაც იმყოფებოდა. იგი ბათუმში, საქართველოს პრეზიდენტს მიხეილ სააკაშვილსაც შეხვდა.
ევროკავშირის უმაღლეს წარმომადგენელი საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში ბარონესა კეთრინ ეშტონი პროფესიით ეკონომისტია. იგი ლონდონის უნივერსიტეტში სწავლობდა.
1999 წელს ბრიტანეთის პარლამენტის ლორდთა პალატამ მას ბარონესას ტიტული მიანიჭა. დაახლებით ათი წელის ის დიდი ბრიტანეთის განათების და იუსტიციის სამინიტროებში.
კეთრინ ეშტონი 2006 წელს დიდი ბრიტანეთში "წლის პოლიტიკოსად" დასახელეს, ხოლო 2007 წელს ხელისუფლებაში პრემიერ-მინიტრის გორდონ ბრაუნის მოსვლის დროს ლეიბორისტული პარტიის ლიდერად დაინიშნა. 2009 წლიდან მან ევროკომისარის თანამდებობა დაიკავა. ჰყავს მეუღლე, პიტერ კელნერომი, რომელიც პროფესიით ჟურნალისტი და საზოგადოებრივი აზრის გამოკითხვის კომპანიის " YouGov" პრეზიდენტია.