~თავისუფალი დემოკრატების~ წევრი, ფრაქცია ~ერთობა სამართლიანობისთვის~ თავმჯდომარე გიორგი ცაგარეიშვილი 83 დეპუტატს ანტიკონსტიტუციურ ქმედებაში ადანაშაულებს
დეპუტატების რაოდენობის 190-მდე გაზრდასთან დაკავშირებით საკონსტიტუციო ცვლილებების შეფასებისას, გიორგი ცაგარეიშვილმა განაცხადა, რომ ეს არის კონსტიტუციის შეუნიღბავი დარღვევა და ამ ავანტიურაში პრეზიდენტმა საპარლამენტო უმცირესობაც შეიამხანაგა.
~რამდენიმე თვის წინ, მიხეილ სააკაშვილმა განაცხადა, რომ დეპუტატების რაოდენობის გაზრდას ოპოზიცია ითხოვდა, თავად კი ახლაც და მაშინაც წინააღმდეგი იყო. მაშინ ,,ქრისტიან-დემოკრატებს~ ეს არ გაუპროტესტებიათ. ახლა ვხედავთ, რომ ისინიც ამ უკანონო საკონსტიტუციო ცვლილებების ინიციატორთა შორის არიან. ხალხმა პოლიტიკური განაჩენი უნდა გამოუტანოს იმ პოლიტიკურ პარტიებსა და ლიდერებს, რომლებიც ფეხქვეშ თელავენ რეფერენდუმით გამოხატულ მათ ნებას~- განაცხადა ცაგარეიშვილმა.
მისივე თქმით, მსგავსი ქმედებების გამო ,,ქრისტიან-დემოკრატებს~ ნაციონალებთან ერთად მოუწევთ პასუხისმგებლობის აღება.
შეგახსენებთ, რომ დღეს ,,საქართველოს კონსტიტუციაში~ ცვლილებების შეტანის თაობაზე, პარლამენტში კონსტიტუციური კანონის პროექტის ინიცირება 83 დეპუტატის ხელმოწერით მოხდა.