"მთავარი გზავნილი, რომელიც მივიღეთ ნატოს გენერალური მდივნისგან და მან ეს გაიმეორა რამდენჯერმე და ძალიან მკაფიოდ არის ის, რომ საქართველო დღეს ნატოსთან არის ისე ახლო ვიდრე ის როდესმე ყოფილა", _ აცხადებს საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე დავით ბაქრაძე ნატოს გენერალური მდივნის თბილისში განხორციელებული ვიზიტის კომენტირებისას.
მისივე თქმით, ეს სიახლოვე გამოიწვია საქართველოს მიერ არჩეულმა სწორმა კურსმა, საქართველოს მიერ გაფორმებულმა სწორმა რეფორმებმა და საქართველოს წარმატებებამ ბოლო წლების განმავლობაში.
"ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი სიგნალი. ვინაიდან ეს კიდევ ერთხელ ადასრურებს, რომ, ჩვენ გვაქვს არა მხოლოდ თეორიული ვალდებულება, რომელიც არსებობს, ბუქარესტში ქაღალდზე დაწერილი ვალდებულების სახით, არამედ ჩვენ გვაქვს პრატიკული პროცესი, პროცესი რომელიც გვაახლოვებს ნატოსთან და პროცესი რომელიც საბოლოო ჯამში აუცილებლად დასრულდება საქართველოს ნატოში გაწევრიანებით", _ აცხადებს დავით ბაქრაძე.