თურქული მედიის ინფორმაციით საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა სომალელი მეკობრეების მიერ დატყვევებული ქართველი მეზღვაურების დასახსნელად დახმარება თურქეთის პრემიერ-მინისტრ, რეჯეპ ტაეპ ერდოღანს სთხოვა.
როგორც გამოცემა "დენიზჰაბერი" იუწყება, სააკაშვილი შეეცადა დახმარება საბერძნეთის მთავრობისათვის ეთხოვა, რადგან გემი ბერძნულ კომპანიას ეკუთვნოდა, თუმცა, ამან შედეგი არ გამოიღო.
ინფორმაციის გადასამოწმებლად "ჯი-ეიჩ-ენი" საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციას დაუკავშირდა.
"ამის თაობაზე ჯერ-ჯერობით ვერაფერს ვერ გეტყვით", - განაცახადა პრეზიდენტის პრესსპიკერმა მანანა მანჯგალაძემ "ჯი-ეიჩ-ენთა" საუბრისას.
შეგახსენებთ, რომ სომალელმა მეკობრეებმა ბერძნული გემი, რომელზეც 15 ქართველი და 3 თურქი მეზღვაური იმყოფებოდა ადენის ყურეში, გასულ წელს გაიტაცეს და გამოსასყიდად 9 მილიონ დოლარს ითხოვენ.